გონიო-აფსაროსის ციხე

40% ატრაქციები

გონიო-აფსაროსის ციხე მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლია საქართველოში. პირველ საუკუნეში რომაელების მიერ აგებული ციხე, სტრატეგიული მდებარეობის გამო, ჯერ ბიზანტიელების გასამაგრებელ ადგილს წარმოადგენდა (VI – VII სს), მოგვიანებით კი ოსმალეთის იმპერიის (XVI ს). ციხის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მუზეუმი, სადაც ინახება არქეოლოგიური გათხრებისას მოპოვებული მდიდარი და მრავალფეროვანი ნივთიერი მასალა.

 

იცით თუ არა რომ ..

გადმოცემის მიხედვით, ციხის ტერიტორიაზე ასვენია მატათა მოციქულის წმინდა ნაწილები. სწორედ ამიტომ, აქ მოციქულის სიმბოლურ საფლავს იხილავთ. ლეგენდა არგონავტების შესახებ მჭიდროდ არის დაკავშირებული აფსაროსის ციხე-სიმაგრესთან, ლეგენდის თანახმად აიეტის შვილი, აფსაროსი, სწორედ ციხის ტერიტორიაზეა დაკრძალული, სწორედ ამიტომ ეწოდა ციხეს აფსაროსის ციხე, ხოლო მოგვიანებით კი გონიოს ციხე.

ციხის ტერიტორიაზე შესაძლებელია საქორწილო ხელმოწერის ცერემონიის გამართვა 

 

როგორ მოვხვდეთ:

№ 16 ავტობუსით;

№33 და №88 სამარშრუტო ტაქსებით თბილისის მოედნიდან.

სამარშრუტო ტაქსით მგზავრობის საფასური 1,50 ლარი.

 

შენიშვა:

ფასდაკლების ბარათის გამოყენება შეგიძლიათ ერთჯერადად, მაქსიმუმ სამ ადამიანზე და იგი არ მოიცავს გიდის მომსახურების სერვისს.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 10:00-17:00

სამშაბათი-პარასკევი: 10:00-17:00

შაბათი-კვირა: 10:00-17:00