შერვაშიძეების ღვინის მარანი

მთავარი / ბათუმის ფასდაკლების ბარათი / ფასდაკლებები / შერვაშიძეების ღვინის მარანი
10% კვება

საოჯახო სასტუმრო  „შერვაშიძეების მარანი“ ქედაში, სოფელ პირველ მაისში მდებარეობს. აჭარაში ქედა მევენახეობის კერად არის მიჩნეული, ღვინო - ამ ოჯახშიც ძირითადი ტურისტული პროდუქტია. აქ შეგიძლიათ დააგემოვნოთ მუხის კასრში დაყენებული რამდენიმე სახეობის ღვინო: ჩხავერი, ცოლიკაური, ოჯალეში და დირბულა. საოჯახო სასტუმროს ერთდროულად 6 ადამიანის მიღება შეუძლია ღამისთევით (2 ოთახი).  მასპინძელი საკუთარი მეურნეობიდან მიღებული ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ კერძებს შემოგთავაზებთ. სურვილის შემთხვევაში, შეგიძლიათ აჭარული ტრადიციული კერძების კულინარიულ მასტერკლასში მიიღოთ მონაწილეობა.  ექსტრემალის მოყვარულთათვის კი,  ბაგირზე დაშვების მომსახურეობა - ზიპლაინი არის მოწყობილი.

 

როგორ მოვხვდეთ:

  • ბათუმი - ქედის ცენტრი №77 „ქედა“ მიკროავტობუსი. ქედის ცენტრიდან ტაქსით.
  • „ქედა“ / „შუახევი“ / „ხულო“ მიკროავტობუსი. ცენტრალური გზიდან 2 კმ ფეხით.

ბათუმი, ძველი ავტოსადგური, მის: მაიაკოვსკის ქ. №1

 

იცით თუ არა, რომ...

პირველ მაისში შეგიძლიათ ცივასულას ციხე და შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მოინახულოთ, რომელსაც მიწის ხიდს ეძახიან. ცივასულას სახელი კი იქედან გამომდინარეობს, რომ ამ ადგილას მუდამ ცივა და მოსახლეობამ ციხესაც ცივასულა შეარქვა.

 

შენიშვნა:

  • ფასდაკლება ვრცელდება ერთი ადამიანის ღამისთევის შემთხვევაში (სამჯერადი კვება);
  • ფასდაკლება მოქმედებს ღვინის შეძენისას / დეგუსტაცია უფასო;
  • ფასდაკლება მოქმედებს კულინარიულ მასტერკლასზე.
  • წინასწარი ჯავშანი სავალდებულოა.

სამუშაო საათები

ორშაბათი: 24/7

სამშაბათი-პარასკევი: 24/7

შაბათი-კვირა: 24/7

მსგავსი ფასდაკლებები